პეტრე ცისკარიშვილი – კრემლისგან მართულ “ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებს, ჯერ არ მიუღიათ ინსტრუქცია, რომ მიშა სააკაშვილი გარეთ გაუშვან

ავტორი
Front News საქართველო
“ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც ჯერ კიდევ კრემლისგან იმართებიან, ცხადია, ჯერ არ მიუღიათ ინსტრუქცია, რომ მიშა სააკაშვილი გარეთ გაუშვან, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება.
“ვივამედი“ არ იყო ის კლინიკა და ინსტიტუცია, სადაც შეიძლებოდა ასეთი მძიმე პაციენტის ფეხზე დაყენება, გამოჯანმრთელება, ამიტომ იყო თავიდან მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის მესამე ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანის. ოცნების ხელისუფლება, ცხადია, ამას არ იჯერებდა, არ ეპუებოდა. ახლა მივდივართ ამ მართლა კრიტიკულ წერტილამდე, იმ საფრთხეს ვუყურებთ თვალებში, რომელიც არავის არ გვინდა წარმოვიდგინოთ. მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს, დაინვალიდდეს, ან ღმერთმა არ ქნას და გარდაიცვალოს. ამას ძალიან კარგად ხედავენ „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ჯერ კიდევ კრემლისგან იმართებიან. ცხადია, ჯერ არ მიუღიათ ინსტრუქცია, რომ მიშა სააკაშვილი გარეთ გაუშვან. ძალიან მალე, როდესაც იქედან ინსტრუქციაც კი აღარ მოვა, იმიტომ რომ უკრაინა მათ კუდით ქვას ასროლინებთ, მერე უკვე მოუწევთ ყური დაუგდონ სხვებს, მაგალითად კიევიდან მიღებულ ზარებს“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
თაგები:
პეტრე ცისკარიშვილი




