Logo

პეტრე ცისკარიშვილი - “მეგობარი აქტი” მიღებულია კონგრესში, აუცილებლად მიიღებს სენატიც და პრეზიდენტი ტრამპიც მოაწერს ხელს, რადგან ეს არის მართლა მეგობრობის აქტი

პოლიტიკა
5 საათის წინ / 12:04
222
Frontnews image description

“მეგობარი აქტი” მიღებულია კონგრესში, აუცილებლად მიიღებს სენატიც და პრეზიდენტი ტრამპიც მოაწერს ხელს, რადგან ეს არის მართლა მეგობრობის აქტი, რომელიც გამოხატავს მხარდაჭერას ქართველი ხალხის, საქართველოს მიმართ და რა თქმა უნდა, იმ ადამიანების დასანქცირება, რომლებიც განვითარებაში და დემოკრატიის გაძლიერებას უშლიან ხელს, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა ვაშინგტონში განაცხადა, სადაც პარტიის ლიდერები ორმხრივ შეხვედრებს მართავენ კონგრესსა და სენატში.

"თვითმარქვია რეჟიმს ჰგონია, რომ 28 ნოემბერს, როდესაც კობახიძემ გააკეთა განცხადება ევროინტეგრაციის შეჩერებასთან დაკავშირებით, ეს აშშ-ს გამორჩა ან ყურადღება არ მიაქცია და შეუძლიათ პარტნიორული ურთიერთობა გააგრძელონ შეერთებულ შტატებთან, რაც თავისთავად არის აბსურდი და წარმოუდგენელი რეალობა, რადგან ევროპა, ევროკავშირი და შეერთებული შტატები არის ერთიანი ფასეულობით სივრცის ნაწილი, შესაბამისად შენ როდესაც შეწყვიტე ურთიერთობა ევროპასთან და აღარ გსურს ევროინტეგრაცია, შენ შეწყვიტე ურთიერთობა აშშ-თანაც. აქედან გამომდინარე, ის ღია წერილები თუ რაც იქნება, რა რესურსსაც ხარჯავს “ოცნება”, ყველაფერი არის ფუჭი, “მეგობარი აქტი” მიღებულია კონგრესში, აუცილებლად მიიღებს სენატიც და პრეზიდენტ ტრამპიც მოაწერს ხელს, რადგან ეს არის მართლა მეგობრობის აქტი, რომელიც გამოხატავს მხარდაჭერას ქართველი ხალხის, საქართველოს მიმართ და რა თქმა უნდა, იმ ადამიანების დასანქცირება, რომლებიც განვითარებაში და დემოკრატიის გაძლიერებას უშლიან ხელს", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

Advertisement