პეტრე ცისკარიშვილი - მეხსიერების შეცვლა უნდათ და პარალელურად, რუსეთს უნდა ასიამოვნონ

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი

ავტორი
Front News საქართველო
მეხსიერების შეცვლა უნდათ და პარალელურად, რუსეთს უნდა ასიამოვნონ, რომ ომის დაწყება საქართველოს დაჰბრალდეს, - ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, "ოცნების" მიზანი "ნაციონალურ მოძრაობაზე" თავდასხმა და პარტიის აკრძალვა.
"ისტორიის გადაწერის მცდელობა არის იმიტომ, რომ საზოგადოებამ იცის - თუ რამე წარმატებას მიაღწია ქვეყანამ და სიბნელიდან, ჭაობიდან ამოვიდა პოლიტიკურად და ეკონომიკურად, სწორედ 2004 წლიდან მოყოლებული 2012 წლამდე პერიოდია, ამიტომ ამ ისტორიის გადაწერა უნდათ, მეხსიერების შეცვლა უნდათ და პარალელურად, რუსეთს უნდა ასიამოვნონ, რომ ომის დაწყება საქართველოს დაჰბრალდეს, მაგრამ აქვე არის მეორე პარალელური ამოცანა, რომელსაც ისინი ემსახურებიან - "ნაციონალურ მოძრაობაზე" თავდასხმა და პარტიის აკრძალვა", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
თაგები:
პეტრე ცისკარიშვილი