Logo

პეტრე ცისკარიშვილი – მერაბიშვილი ხაბეიშვილს უჭერს მხარს, როგორც ერთ-ერთი მხარდამჭერი და ამ პროცესში, როგორც ამომრჩეველი

პოლიტიკა
22.11.2022 / 17:59
Frontnews image description

მერაბიშვილი ხაბეიშვილს უჭერს მხარს, როგორც ერთ-ერთი მხარდამჭერი და ამ პროცესში, როგორც ამომრჩეველი, –  ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. 

 

“ქართულ პოლიტიკასთან მას კავშირის არ აქვს, ის ჩართულია საერთაშორისო პროექტებში Free Russia -პროექტში, სადაც რუსი და ბელორუსი ოპოზიციონერები არიან გაწევრიანებული, მაგრამ ის რომ ხაბეიშვილს უჭერს მხარს, როგორც ერთ-ერთი მხარდამჭერი და ამ პროცესში, როგორც ამომრჩეველი, ამასაც გიდასტურებთ.  უფრო მეტსაც გეტყვით, თუ ვინმეზე ხმა მიუწვდება პარტიის შიგნით სხვა ე.წ. ამომრჩევლებზე, ალბათ, იმათაც თხოვს მხარდაჭერას“, – განაცხადა ცისკარიშვილმა. 

 

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის წვლილს, რომ კანდიდატი ხაბეიშვილია, ცისკარიშვილი აღნიშნავს, რომ მერაბიშვილს ამაში არანაირი წვლილი არ მიუძღვის.

 

“რა ფარდის მიღმა, ვანო მერაბიშვილი არის ამ პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პირველი გენერალური მდივანი და ახლა ერთ-ერთი ამომრჩეველი და მხარდამჭერი. მე შეიძლება 2 ნოემბერს ვნახე ვანო, ან 14 ოქტომბერს და წავედით ერთად კაფეში და ყავა დავლიეთ, მერე რა?“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა. 

 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, მისი კონკურენტის უკან მდგომი ფიგურები უნდა ღიად გამოჩნდნენ და არ უნდა დაიმალონ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები