Logo

პეტრე ცისკარიშვილი - მნიშვნელოვანია, აშშ-ში იცოდნენ, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, რომელთაც შესწევთ უნარი ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანონ

პოლიტიკა
193
Frontnews image description

“მნიშვნელოვანია, აშშ-ში იცოდნენ, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, რომელთაც შესწევთ უნარი ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანონ და ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები გაატარონ. საქართველო უნდა დაუბრუნდეს სტრატეგიულ პარტნიორობას აშშ-სთან, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არსებობდა”, - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დელეგაციამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრები დაიწყო - “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი და პარტიის ლიდერ ლევან სანიკიძე საქართველოს დიდ მეგობარ კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდნენ;

"ჩვენმა მეგობრებმა და პარტნიორებმა შეერთებულ შტატებში აუცილებელი და მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, ვისაც შესწევს უნარი, რომ ქვეყანა გამოიყვანოს იმ კრიზისიდან, რომელშიც სამწუხაროდ „ქართულმა ოცნებამ“ ის შეიყვანა, შესწევს უნარი, რომ გაატაროს ფუნდამენტური დემოკრატიული უფლებები და ღირებულებით სისტემაში ევროპასთან და ამერიკასთან ერთად თანხვედრაში მოვიდეს საქართველოც და ასევე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენთვის ვაშინგტონში, საქართველო დაუბრუნდეს იმ პოლიტიკურ სტრატეგიულ პარტნიორობას შეერთებულ შტატებთან, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ჩვენს ორ ქვეყანას ჰქონდა“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

Advertisement