პეტრე ცისკარიშვილი – მნიშვნელოვანია ჩვენმა პარტნიორებმა იცოდნენ, თუ როგორი იქნება წინასაარჩევნო 4-5 თვე

ავტორი
Front News საქართველო
“საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებიან ჩვენს ოფისში, რადგან საკუთარი თვალით ნახონ “ქართული ოცნების” რეალური სახე, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
“საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებიან ჩვენს ოფისში, რადგან საკუთარი თვალით ნახონ “ქართული ოცნების” რეალური სახე, ის ვანდალიზმი, ის ფიზიკური ძალადობა, რომელიც ჩაიდინეს. გამთენიისას, დაახლოებით 80-მდე ადამიანი პარტიის ოფისს თავს დაესხა და დააზიანეს ინფრასტრუქტურა. ამიტომ, მნიშვნელოვანია ჩვენმა პარტნიორებმა იცოდნენ, თუ როგორი იქნება წინასაარჩევნო 4-5 თვე. ჩვენ ვართ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მთავარი სამიზნე. მათ მიზნად აქვთ, რომ ჩვენი პარტია განადგურდეს, რაც ბიძინა ივანიშვილმაც განაცხადა, მაგრამ ამას ვერ მიიღებენ. ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის და ამ ვანდალიზმის არ გვეშინია.
გამოძიება ყველაზე მსუბუქი მუხლით აქვთ დაწყებული. ეს იყო ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, მაგრამ, იმის, რომ სამართალი დადგება და დამნაშავე გამოაშკარავდება, იმედი არ მაქვს. სამართალდამცავი სტრუქტურები თავის საქმეს არ აკეთებენ, იყვნენ და ამოიღეს ნივთმტკიცებები, თუმცა ეს მოჩვენებითია, ვითომ რაღაცას იძიებენ. ზუსტად იციან ვინც ჩაიდინა. მათ აქვთ პოლიტიკურ დავალება, რომ ისინი მთავარი მფარველები იყვნენ ამ დამნაშავეების”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რამდენიმე დღის წინ პარტიის ოფისზე თავდასხმასთან დაკავშირებით შეხვდა და აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
თაგები:
პეტრე ცისკარიშვილი




