პეტრე ცისკარიშვილი – მთელ ძალისხმევას, რაც დაიხარჯა, ერთი ახირებული კაცი ცვლის, რომელსაც ძალაუფლებაში ყოფნა უნდა უსასრულოდ

ავტორი
Front News საქართველო
მთელ ძალისხმევას, რაც დაიხარჯა, ერთი ახირებული კაცი ცვლის, რომელსაც ძალაუფლებაში ყოფნა უნდა უსასრულოდ, ცვლის ამ ისტორიულ ვექტორს და საქართველო მიჰყავს იმ მიმართულებით, რომელსაც არც ქართველი ხალხი არ ეთანხმება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ მიიღებს ზომებს ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ.
“ამერიკის შეერთებული შტატების გადმოსახედიდან სწორედ ეს ჩანს, რომ მთელ ძალისხმევას, ენერგიას, რაც საქართველოზე დაიხარჯა, ერთი ახირებული კაცი ცვლის, რომელსაც ძალაუფლებაში ყოფნა უნდა უსასრულოდ. ცვლის ამ ისტორიულ ვექტორს და საქართველო მიჰყავს იმ მიმართულებით, რომელსაც არც ქართველი ხალხი არ ეთანხმება, ეს ბოლო ორი თვის აქციებმა დაადასტურა.
აქედან გამომდინარეობს ის ზომები, რომელსაც შეერთებული შტატები აუცილებლად მიიღებს ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
თაგები:
პეტრე ცისკარიშვილი




