პეტრე ცისკარიშვილი - "ნაციონალური მოძრაობა” რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ იღებს, 4 ოქტომბერს ყველა უნდა ვიდგეთ რუსთაველზე


ავტორი
Front News საქართველო
“მიხეილ სააკაშვილის პარტია “ნაციონალური მოძრაობა” რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ იღებს. 4 ოქტომბერს ყველა უნდა ვიდგეთ რუსთაველზე“ - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა.
4 ოქტომბერთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია გრძელდება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეგიონული მდივანი გიორგი ბოტკოველი, პარტიის ლიდერთან ჯეიჰუნ მუჰამედალისთან ერთად, ქვემო ქართლში, კერძოდ მარნეულში იმყოფებოდნენ, სადაც მათ 4 ოქტომბერთან დაკავძსირებით საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს და მოსახლეობას 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდეს;
“მოვიარეთ ქვემო ქართლის რეგიონი, კერძოდ მარნეულში. ვეცადეთ, რომ საზოგადოებისთვის მაქსიმალურად ხმის მიწვდენა, რომ თაღლითი პოლიტიკური ორგანიზაცია, ვითომ 5 ნომერი, ნაციონალური მოძრაობა ამ სპეცოპერაციაში იღებს მონაწილეობას ამ რუსულ სპეცოპერაციაში და მიხეილ სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობის” სახელით ცდილობენ მოიპოვონ მხარდაჭერა, ხალხს გააფერადებინონ 5 ნომერი და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველამ იცოდეს, რომ ამ ფარსში და სპეცოპერაციაში არ შევდივართ და ასევე საზოგადოებას ასევე მოვუწოდეთ, რომ 4 ოქტომბერს არჩევნების ნაცვლად მოვიდნენ რუსთაველის გამზირზე”, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
თაგები:
პეტრე ცისკარიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს