
ავტორი
Front News საქართველო
პეტრე ცისკარიშვილი ენმ-ის თავმჯდომარეობისათვის ბრძოლას არ აპირებს, – ასე გამოეხმაურა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც დავით კეზერაშვილისა და ვანო მერაბიშვილის მხარდაჭერით პარტიის თავმჯდომარე პეტრე ცისკარიშვილი უნდა გახდეს.
ცისკარიშვილი ადასტურებს დავით კეზერაშვილთან საქმიან ურთიერთობას, აღნიშნავს, რომ მასთან საერთო ბიზნესი სამშენებლო სფეროში ჰქონდა და არა “ქოლცენტრების“, რაშიც მას კობახიძე ადანაშაულებს.
ცისკარიშვილის თქმით, ასეთივე წარმატებით თავადაც შეუძლია თქვას, რომ “კობახიძე 2012 წლამდე გერმანიაში საროსკიპოს დაცვის უფროსი იყო“.
მისივე თქმით, „ოცნებაში“ იმასაც ვერ ხვდებიან, რომ პარტიის შიდა ამბებზე ჭორაობით საკუთარ თავს უკანონო მიყურადებასა და მოსმენაში ამხელენ.
“იმდენი ჭკუაც არ ყოფნით, რომ პარტიის შიდა ამბებზე და დემოკრატიულ პროცესებზე ტელევიზიით ჭორაობენ, რომ ეს იქნება კანდიდატი, იმას იმის შეცვლა უნდა, ამით შეიძლება ტელემაყურებელმა იფიქროს, რომ რადგან შიდა ამბები იცის, შეიძლება უსმენს, ოპოზიციურ პარტიაზე შიდა დაზვერვას აწარმოებს, ამაზე რეაქცია არავის აქვს“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.
მისი თქმით, პარტიაში გამოიკვეთება თავმჯდომარეობის კანდიდატები და შემდეგ გადაწყვეტს, ვის დაუჭერს მხარს.
თაგები:
პეტრე ცისკარიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს