პეტრე ცისკარიშვილი - ნომერი 5 გვჭირდება იმ დღისთვის, როდესაც საქართველოში ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები


ავტორი
Front News საქართველო
“ბოლო თვეებია ვაცხადებთ, რომ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ ვაპირებთ — საქართველოში არჩევნები არ ტარდება და ამ ფარსში არ შევდივართ. ნომერი 5 გვჭირდება იმ დღისთვის, როდესაც საქართველოში ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები”, - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა.
“ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვამბობთ, რომ ამ რუსულ სპეცოპერაციაში შესვლას არ ვაპირებთ, არანაირი არჩევნები საქართველოში არ ტარდება, შესაბამისად ჩვენ ამ პროცესს ხელს ვერ შევუწყობთ, ივანიშვილის წისქვილზე წყალს ვერ დავასხამთ, მაგრამ ჩვენი ნომერი - 5, რომელიც ბოლო 22 წელია გვაქვს და არის ჩვენი პარტიული იდენტობის ნაწილი, ჩვენს ბრენდშიც არის ეს, რა თქმა უნდა, ამის შენარჩუნების სურვილი გვაქვს. დიახ, მივმართეთ, რომ ეს ნომერი არ წაიღოს “ოცნებამ”, არ წაგვართვან, რადგან როდესაც მოვა დრო, რომ ჩატარდეს თავისუფალი სამართლიანი არჩევნები, ჩვენ უნდა გვქონდეს 5 ნომერი, თუ ვინმეს აინტერესებს ფორმალურად ჩვენ შევალთ თუ არა ამ სპეცოპერაციაში, მაშინ დაელოდონ 4 აგვისტოს როდესაც არის საბოლოო ვადა არჩევნებში დარეგისტრირების და მაშინ დარწმუნდებიან, რომ არ შევდივართ ამ სპეცოპერაციაში. ხოლო რაც შეეხება 5 ნომრის შენარჩუნებას, ამაზე სპეციალური პიარი არ წამოგვიწყია, რადგან ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ ეს ციფრი იმისთვის, როდესაც ჩატარდება თავისუფალი სამართლიანი არჩევნები, ციხეში არ იქნებიან პოლიტიკური პატიმრები”, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
თაგები:
პეტრე ცისკარიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს