პეტრე ცისკარიშვილი - “ოცნების” განცხადება დამაჯერებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შარშან, არჩევნების წინ მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებდნენ


ავტორი
Front News საქართველო
მივესალმები ყველა პოლიტპატიმრის თავისუფლებას, მაგრამ “ოცნების” განცხადება კონკურენტულ არჩევნებზე დამაჯერებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შარშან, არჩევნების წინ მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებდნენ, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
“მე მივესალმები ყველა პოლიტპატიმრის თავისუფლებას, ეს ჩვენ ადამიანურად ძალიან გვიხარია და რა თქმა უნდა, მამუკაც და ბადრიც იყვნენ პოლიტპატიმრები, აბსოლუტურად გამოგონილი ბრალდებით ციხეში გამოკეტილი, მაგრამ “ოცნების” მხრიდან მე ვირწმუნებდი იმ განცხადებას, სადაც ისინი გულისხმობენ, რომ არჩევნები თურმე კონკურენტულ გარემოში უნდა ტარდებოდეს, ჯერ ერთი ეს არანაირი არჩევნები არ არის და მეორეც, ეს განცხადება დამაჯერებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შარშან ამ დროს საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში ისინი შეიწყალებდნენ მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც ექნებოდა საშუალება, რომ სრულფასოვნად ჩართულიყო საპარლამენტო არჩევნების პროცესში და მაშინ ნამდვილად ვირწმუნებდი, რომ მათი პოლიტიკური ნება არის ის, რომ ნებისმიერ დონეზე ჩატარებული არჩევნები მიმდინარეობდეს კონკურენტულ გარემოში და არცერთი პარტიის პოლიტიკური ლიდერი თუ არცერთი მოძრაობის ლიდერი არ იყოს ციხეში", - განაცხადა ცისკარიშვილმა.
თაგები:
პეტრე ცისკარიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს