პეტრე ცისკარიშვილი - პუტინთან რომ რამის დასალაგებლად ჩადიხარ, ე.ი. აქეთ მხარეს ყველაფერს თმობ

ავტორი
Front News საქართველო
პუტინთან რომ რამის დასალაგებლად ჩადიხარ, ე.ი. აქეთ მხარეს ყველაფერს თმობ, ამას გულისხმობს "ქოცური" დალაგება, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთისთვის ურთიერთობის დალაგება ნიშნავს, იქცე გუბერნიად.
"პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაიხსენა ბატონი ნოღაიდელის ვიზიტები პუტინთან მოსკოვში ვითარების ვითომდა დასალაგებლად. პუტინთან რომ რამის დასალაგებლად ჩადიხარ, ე.ი. აქეთ მხარეს ყველაფერს თმობ, ამას გულისხმობს "ქოცური" დალაგება იმიტომ, რომ პუტინისთვის დალაგება ნიშნავს, რომ სახელმწიფოებრიობა ჩამოგართვას და გმართოს, როგორც გუბერნია. აი, მაშინ "დალაგდები" პუტინთან, შესაბამისად, ვინც ახსენებს დღეს თუ 15 წლის წინ, რომ პუტინთან დალაგდება, სწორედ ამას გულისხმობს", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
ზურაბ ნოღაიდელმა დღეს სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პუტინს რამდენჯერმე შეხვდა და ვიზიტი ქვეყნებს შორის ურთიერთობის დალაგებას ეხებოდა.
თაგები:
პეტრე ცისკარიშვილი




