
ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანის პეტრე ცისკარიშვილი “ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილის მიმართ 2013 წელს მიღებული კანონი აამოქმედოს.
ცისკარიშვილის თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთლობის მდგომარეობა საგანგაშოა.
“პრაქტიკულად, ადამიანი ხელიდან გვეცლება. ეს სამედიცინო ტერმინოლოგია, როდესაც საუბრობენ – ცილების ნაკლებობა, ანორექსია, ეს არ არის ხუმრობა. ამ ხელისუფლებამ უნდა იფიქროს, როდესაც მიიღო შესაბამისი კანონი 2013 წელს, გასაგებია, რომ ისინი პატივს სცემენ „კანონიერ ქურდებს“ და მათთვის მიიღეს ეს კანონი, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებასთან ერთად მათი ქვეყნიდან გაყვანა და მკურნალობა შესაძლებელი ყოფილიყო, მაგრამ იგივე ეხება მესამე პრეზიდენტსაც. მიხეილ სააკაშვილზეც ეს მიდგომა უნდა გავრცელდეს“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
თაგები:
პეტრე ცისკარიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს