Logo

პეტრე ცისკარიშვილი – ყველა სხდომა და პროცესი არის შერჩევითი მართლმსაჯულების კლასიკური მაგალითი

პოლიტიკა
10.02.2025 / 12:54
Frontnews image description

ყველა სხდომა და პროცესი, რომელიც იმართება სასამართლოში, არის შერჩევითი მართლმსაჯულების კლასიკური მაგალითი, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა მიხეილ სააკაშვილის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

“შერჩევითი მართლმსაჯულების კლასიკური მაგალითია თითოეული ის სხდომა და ის პროცესი, რომელიც სამწუხაროდ, ამ სასამართლო შენობაში ტარდება ხოლმე. მთლიანად მართლმსაჯულება, პროკურატურა, მოსამართლეები ერთ გუნდში თამაშობენ და ემსახურებიან ივანიშვილს. ასეთი სამწუხარო რეალობა გვაქვს ქვეყანაში.

მილიონობით დაფინანსებულმა დონორებმაც არ უშველა ამ მართლმსაჯულების სისტემას, გააკეთეს რეფორმების ტალღა, იყენებდნენ დონორების თანხებს, მათ შორის შეერთებული შტატებიდან მოზიდულ ფულს, მაგრამ ეს ყველაფერი ემსახურებოდა არა დამოუკიდებელი, ზეგავლენისგან თავისუფალი მართლმსაჯულების სისტემის შექმნას, არამედ ივანიშვილის და მისი დამოკიდებულების გაზრდას”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები