
ავტორი
Front News საქართველო
მთავარი ინდიკატორი, რაც უნდა იყოს არჩევნების სამართლიანად და თავისუფლად ჩატარებისთვის, პრაქტიკულად, მომსპარია. ბოლო გაბრძოლება იქნება დემოკრატიის, ხალხის, ქართველი ამომრჩევლის ამ მცოცავი ავტოკრატიის წინააღმდეგ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
“ბიძინა ივანიშვილს, როგორც კრიმინალური დაჯგუფების ბოსს, ვალდებულება აქვს, რომ თავი მოაჩვენოს თავის მხარდამჭერებს, რომ ის მყარად არის, რომ ის გაიმარჯვებს და არავისი და არაფრის არ ეშინია. ამის ფონზე, რა თქმა უნდა, ყველას აქვს წინასწარი შეგრძნება, რომ ეს კაცი არა მხოლოდ გაყალბებას, არამედ გაყალბებული არჩევნებისთვის ბრძოლას და ქუჩაში სისხლის დაღვრას აპირებს. ამიტომ, უფრთხის ყველა.
მთავარი ინდიკატორი, რაც უნდა იყოს არჩევნების სამართლიანად და თავისუფლად ჩატარებისთვის, პრაქტიკულად, მომსპარია. ბოლო გაბრძოლება იქნება დემოკრატიის, ხალხის, ქართველი ამომრჩევლის ამ მცოცავი ავტოკრატიის წინააღმდეგ, რომლის დამყარება 27 ოქტომბრიდან უკვე განზრახული აქვს.
“რუსული კანონი” იმის გარდა, რომ საგარეო ვექტორს რუსეთისკენ აბრუნებს ბიძინა ივანიშვილი, ამასაც ემსახურება, რომ დემოკრატია საბოლოოდ მოსპოს ქვეყანაში”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
თაგები:
პეტრე ცისკარიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს