Logo

პეტრე ცისკარიშვილი - ყველა უნდა დადგეს თავის ეგოზე, ამბიციებზე მაღლა

პოლიტიკა
74
Frontnews image description

ყველა უნდა დადგეს თავის ეგოზე, ამბიციებზე მაღლა. ოპოზიციის მხრიდან მართლაც დიდი უგუნურება იქნებოდა, რომ არ გამოვიყენოთ მიხეილ სააკაშვილი და მისი შესაძლებლობები, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის გვერდზე გაწევა საერთო საქმისთვის არაფრის მომცემია.

"ყველა უნდა დადგეს თავის ეგოზე, ამბიციებზე მაღლა იმიტომ, რომ მთავარი ამბიცია არის საქართველოს ამ რეჟიმისგან გათავისუფლება. მე დარწმუნებული ვარ, ეს უნდა იყოს მთავარი ამბიცია და არის და იქნება კიდევაც. მიშა ვისზეც თვლის, რომ არის ლუზერი, სახელებსა და გვარებს როცა საჭირო გახდება, თვითონვე დაასახელებს. სოციალური ქსელებით აქვს შესაძლებლობა, რომ ეს სახელები და გვარები გააჟღეროს, მარჩიელობას აქ ხომ არ დავიწყებ?

ოპოზიციის მხრიდან მართლაც დიდი უგუნურება იქნებოდა, რომ არ გამოვიყენოთ მიხეილ სააკაშვილი და მისი შესაძლებლობები, მიხეილ სააკაშვილის გვერდზე გაწევა საერთო საქმისთვის არაფრის მომცემია", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები