პეტრე ცისკარიშვილი - ყველამ ვიცით, რომ გახარიები არიან "ქოცების" გაგრძელება


ავტორი
Front News საქართველო
ტექნიკური თვალსაზრისით, ერთგვარი ლეგიტიმაციის მიცემა შეიძლება ეს იყოს "ქართული ოცნებისთვის", მაგრამ ყველამ ვიცით, რომ გახარიები არიან "ქოცების" გაგრძელება, - ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, "გახარია საქართველოსთვის" გუნდი თვეები იღებდა ხელფასს საქართველოს პარლამენტიდან.
"მათ არა მარტო სიები არ ჰქონდათ ჩახსნილი მოქმედ დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტში არ დადიოდნენ, არც განცხადება ჰქონდათ დაწერილი, ხელფასს და დაფინანსებას იღებდნენ, უბრალოდ ამოიწურა ის ექვსი თვე, რაც არის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადა იმისა, რომ შეგიძლია საპარლამენტო სხდომები, მუშაობა და კომიტეტების თავყრილობები უმიზეზოდ გააცდინო. მოდით, საზოგადოებამ შეაფასოს მათი მოქმედება, მათი გადაწყვეტილებები. ჩვენი გადმოსახედიდან, ისინი "ოცნების" იდეოლოგიის ჩვეულებრივი გამგრძელებლები არიან, არაფერი არ გვიკვირს მათგან, თუნდაც ის, რომ მათი ლიდერი მიხეილ სააკაშვილზე საუბრობდა - აბა, გვანახე შენი ვაჟკაცობა და აბა, თუ ჩამოხვალო - როდესაც ის პოლიტიკურ დევნილად კიევში იმყოფებოდა.
ტექნიკური თვალსაზრისით, ერთგვარი ლეგიტიმაციის მიცემა შეიძლება ეს იყოს "ქართული ოცნებისთვის", მაგრამ ყველამ ვიცით, არა მარტო ჩვენ - "ნაციონალურმა მოძრაობამ", არამედ საზოგადოების ყველა წევრმა, რომ ისინი - გახარიები არიან "ქოცის" გაგრძელება, თვითონ გახარიაც, უბრალოდ რაღაც უთანხმოება ჰქონდათ, თორემ იდეოლოგიურად, პრიორიტეტების თვალსაზრისით, პრაქტიკულად, არ განსხვავდებიან გახარიას ხალხი და მათი პარტია და ბიძინა ივანიშვილის "ქოცები", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირას "გახარია საქართველოსთვის" 12 წევრის - გელა აბულაძის, ჯემალ ანანიძის, ქეთევან ბაკარაძის, რუსუდან თევზაძის, მალხაზ თორიას, შალვა კერესელიძის, სალომე კობალაძის, გიგა ფარულავას, ვიკა ფილფანის, გიორგი შარაშიძის, თამარ ხვედელიანის და სოფიო ხორგუანის უფლებამოსილებას ცნობს.
მიმდინარე კვირას პლენარული სხდომები 2 და 3 სექტემბერს ჩატარდება.
თაგები:
პეტრე ცისკარიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს