პეტრე ცისკარიშვილი - როგორც დასავლეთში, ისე კიევშიც სერიოზულ საფრთხეს ხედავენ ქართული სცენარის გამეორებაში


ავტორი
Front News საქართველო
“როგორც დასავლეთში, ისე კიევშიც სერიოზულ საფრთხეს ხედავენ ქართული სცენარის გამეორებაში; პუტინმა, რაც ვერ შეძლო სამხედრო გზით, შესაძლოა, საარჩევნო გზით მიითვისოს – ჩვენ ვალდებულები ვართ, ქართული სცენარი ევროპული ინტეგრაციისა და პროგრესის გზად გადავაქციოთ, რისთვისაც ივანიშვილის რეჟიმი სწრაფად უნდა დასრულდეს”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
“ისევე როგორც დასავლეთის დედაქალაქებში, კიევშიც გვესმის ერთი და იმავე ფრაზა, რომ ისინი სერიოზულ საფრთხეს ხედავენ ქართული სცენარის განვითარებაში იგივე უკრაინაში და კიევში, რაც ნიშნავს, რომ პუტინმა რაც ვერ წაიღო სამხედრო გზით, ის მიიტაცოს და დაისაკუთროს საარჩევნო გზით. ეს უარყოფითი აღქმა ჩვენი ვალია, რომ შემოვაბრუნოთ და სინამდვილეში ქართული სცენარი ნიშნავდეს ევროპაში ინტეგრაციას, დემოკრატიას, პროგრესს და განვითარებას საქართველოსთვის და ყველასათვის, ვინც ქართულ სცენარზე მომავალში ისაუბრებს. ამისათვის არის აუცილებელი, რომ ივანიშვილის რეჟიმი დასრულდეს რაც შეიძლება სწრაფად”, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
თაგები:
პეტრე ცისკარიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს