პეტრე ცისკარიშვილი – რომ არა პროტესტი, თავგანწირული ადამიანები, ჩვენ თვეების წინ გავხდებოდით ბელარუსი

ავტორი
Front News საქართველო
რომ არა პროტესტი, თავგანწირული ადამიანები, ჩვენ თვეების წინ გავხდებოდით ბელარუსი, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს პროტესტი უნდა დაგვირგვინდეს ცვლილებებით და გამარჯვებით.
“დაჭერილი პოლიტპატიმრები არიან ის ხალხი, ვისზეც დგას დღევანდელი საქართველოს ჯერ კიდევ პატარა სინათლე, რომ შეიძლება გადარჩეს და ქვეყანა ევროპულ გზას ოდესღაც დაუბრუნდეს. ეს ადამიანები არიან ჩვენი სინდის-ნამუსი. რომ არა პროტესტი, თავგანწირული ადამიანები და მათ შორის, ქალბატონი მზია, რომელიც სიკვდილისთვის ჰყავთ გამეტებული, ჩვენ თვეების წინ გავხდებოდით ბელორუსი სწორედ ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტალღა უნდა დაგვირგვინდეს კონკრეტული შედეგით. ეს შედეგი უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილის კონტროლირებადი ადმინისტრაციული რესურსის, ცესკოს, მთავრობის და ყველაფრის ცვლილება”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
თაგები:
პეტრე ცისკარიშვილი




