პეტრე ცისკარიშვილი – რუსული კანონის პირობებში ჩვენ წინ ვეღარ წავალთ ევროპისკენ გზაზე

ავტორი
Front News საქართველო
“ოცნება” შეიძლება დღეს იყოს და ხვალ აღარ, მაგრამ რუსული კანონი აღმოჩნდა უკვე წითელი ხაზი, რადგან რუსული კანონის პირობებში ჩვენ წინ ვეღარ წავალთ ევროპისკენ გზაზე, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ადვოკატია იმისათვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო.
“მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ,რომ გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი გასულ წელს საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ადვოკატი იყო იმისათვის, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო იმიტომ, რომ ის ხედავდა საქართველოს განვითარების დინამიკას, ქართველი ხალხის მისწრაფებას და მისთვის არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა, თუ ვინ არის ამ კონკრეტულ მომენტში საქართველოს მთავრობაში იმიტომ, რომ ის ამ სტატუსს აძლევდა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს.
“ოცნება” შეიძლება დღეს იყოს და ხვალ აღარ, მაგრამ რუსული კანონი აღმოჩნდა უკვე წითელი ხაზი, რადგან რუსული კანონის პირობებში ჩვენ წინ ვეღარ წავალთ ევროპისკენ გზაზე”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
გერმანიის ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ სანამ საქართველოში რუსული კანონი იმოქმედებს, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ გაიხსნება.
თაგები:
პეტრე ცისკარიშვილი




