
ავტორი
Front News საქართველო
მთავრობა აუცილებლად პროფესიონალი და პატრიოტი ადამიანებით უნდა იყოს დაკომპლექტებული, მაგრამ სანამ ამ მთავრობის დაკომპლექტებამდე მივალთ, მანამდე აუცილებელია, რომ ოპოზიციამ, საერთო ჯამში, გაიმარჯვოს საპარლამენტო არჩევნებზე, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება ხმების გაყალბებას ეცდება.
“მთავრობა აუცილებლად პროფესიონალი და პატრიოტი ადამიანებით უნდა იყოს დაკომპლექტებული, მაგრამ სანამ ამ მთავრობის დაკომპლექტებამდე მივალთ, მანამდე აუცილებელია, რომ ოპოზიციამ, საერთო ჯამში, გაიმარჯვოს საპარლამენტო არჩევნებზე და შეთანხმდეს კოალიციის ფორმირებაზე. ეს არის ნომერ პირველი ამოცანა და მე ვიტყოდი, რომ ჯერ გადავხტეთ და ჰოპ მერე დავიძახოთ. ახლა, უნდა ვფიქრობდეთ მხოლოდ ერთ რამეზე, რომ არ დავუშვათ ” ოცნების” გამარჯვება, არ გავაყალბებინოთ არჩევნები, რადგან მოწინააღმდეგე არის ძალიან ვერაგი, კარგად ორგანიზებული, ძალიან მდიდარი. ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ძალაუფლება არ დათმოს და ჩვენ ახლა უნდა ვფოკუსირდეთ მხოლოდ იმაზე, რომ ვერ შეძლოს მან ხმების გაყალბება, მანიპულაცია, ხალხის დაშინება და მოსყიდვა. ამაში უნდა გავაერთიანოთ ძალები, ერთი თვეა ზუსტად დარჩენილი, ამაში სჭირდება ოპოზიციას ერთიანი ფრონტი”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
თაგები:
პეტრე ცისკარიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს