
ავტორი
Front News საქართველო
თუ “ქოცებისთვის” ან მათი მხარდამჭერებისთვის საკმარისი არ იყო ევროპის რეზოლუცია, ახლა უკვე ბუნდესტაგში მიღებული რეზოლუცია შეუძლიათ, იხილონ. საქართველოს არავინ აძალებს, გახდეს ევროკავშირის წევრი, ეს ჩვენი არჩევანია, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნება” არის დამაბრკოლებელი რგოლი, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას უშლის ხელს.
“ამ საერთო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ოჯახში – ევროკავშირში უნდა საქართველოს გაწევრიანება და “ქართული ოცნება” აღმოჩნდა იმ დამაბრკოლებელ რგოლად, რომელიც საშუალებას არ გვაძლევს, რომ იქამდე მივიდეთ.
აქედან გამომდინარეობს, როგორც ჩვენი, ასევე ჩვენი მეგობრების წუხილი.
თუ “ქოცებისთვის” ან მათი მხარდამჭერებისთვის საკმარისი არ იყო ევროპის რეზოლუცია, ახლა უკვე ბუნდესტაგში მიღებული რეზოლუცია შეუძლიათ, იხილონ. საქართველოს არავინ აძალებს, გახდეს ევროკავშირის წევრი, ეს ჩვენი არჩევანია, ისტორიული მიზანია, საუკუნეების წინ მიღებული გადაწყვეტილებაც კი არის ეს”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
თაგები:
პეტრე ცისკარიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს