Logo

პეტრე ცისკარიშვილი – მისი გამოცდილება ტრამპთან ურთიერთობებში, გავლენიანი ნაცნობობა, ხელს შეუწყობდა უკრაინისთვის დახმარების მობილიზებას

პოლიტიკა
906
Frontnews image description

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ”საქართველოს გამარჯვება უკრაინაზეა მიბმული, უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერაში კი სააკაშვილის როლი მნიშვნელოვანი რჩება”.

მისივე თქმით, ომის პირველ თვეებში უკრაინას სააკაშვილი თავისუფლებაზე მყოფი სჭირდებოდა.

“მიხეილ სააკაშვილი ზუსტად იცის, რა არის საქართველოს უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი. მისი ხედვით, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის უსაფრთხოების ერთიან ჯაჭვში ინტეგრაცია შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის გარანტი გახდებოდა. თურქეთი საკვანძო სამხედრო ძალაა რეგიონში და მისი ჩართულობა საქართველოს თავდაცვისუნარიანობას მნიშვნელოვნად გააძლიერებდა.

თუმცა, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ამ საკითხებზე არ ფიქრობს. ისინი პოლიტიკურად რუსეთზე არიან მიბმულები და არც NATO-სა და ევროკავშირზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა აინტერესებთ.

რატომ იყო სააკაშვილის თავისუფლება მნიშვნელოვანი უკრაინისთვის? ომის პირველ თვეებში უკრაინას სააკაშვილი თავისუფლებაზე მყოფი სჭირდებოდა. მისი უნარი, სიმართლე გაეტანა ვაშინგტონში და დასავლურ დედაქალაქებში, ასევე მასმედიის მეშვეობით გაევრცელებინა ის სათქმელი, რასაც მაშინ ბევრი უკრაინელი პოლიტიკოსი ვერ ახერხებდა, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო.

შემდეგ უკრაინამ დასავლეთთან კომუნიკაციის პრობლემები ნაწილობრივ გადაჭრა, თუმცა ტრამპის დაბრუნების პერსპექტივის ფონზე, სააკაშვილის თავისუფლება კვლავ კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნებოდა. მისი გამოცდილება ტრამპთან ურთიერთობებში, გავლენიანი ნაცნობობა და წლები განმავლობაში ჩამოყალიბებული კავშირები ხელს შეუწყობდა უკრაინისთვის დახმარების მობილიზებას, რაც საქართველოს უსაფრთხოებისთვისაც გადამწყვეტი იქნებოდა.

სააკაშვილს ჰქონდა უნიკალური შესაძლებლობა, პირდაპირი სიგნალები გაეგზავნა იმ ამომრჩევლისთვის, ვინც ტრამპის ბანაკშია, განსაკუთრებით რესპუბლიკელებისთვის, რომლებიც პუტინის აგრესიის საფრთხეს შესაძლოა, სხვაგვარად ვერ ხედავდნენ.

მისი გამოცდილება, მედიაში ძლიერი პოზიციები და სტრატეგიული მესიჯების სწორად შერჩევა იმის საშუალებას მისცემდა, რომ ამერიკაში შიგნით, ვაშინგტონში გადაწყვეტილებებზე ზეწოლა მოეხდინა.

ტრამპი ჩქარობს, მას სურს მშვიდობის მიღწევა, თუმცა მისი პირველი ნაბიჯები უკვე რეალობას შეეჯახა. მისი მიდგომა თავიდანვე სრულიად სხვაგვარად უნდა დაწყებულიყო, თუმცა ახლა, შეცდომების ფონზე, მისი გადაწყვეტილებები უკვე სერიოზულ გამოწვევებს აწყდება.

საქართველოს გამარჯვება უკრაინაზეა მიბმული, ხოლო უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერაში სააკაშვილის როლი მნიშვნელოვანი რჩება”, – განაცხადა ცისკარიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები