პეტრე ცისკარიშვილი – ტრამპის იმედი თუ ოდესმე ჰქონდა “ქართულ ოცნებას”, ძალიან ფუჭი იყო ყოველთვის ეს იმედები


ავტორი
Front News საქართველო
“ქართულ ოცნებას” ჰქონდა იმედები, რომ პუტინისნაირი და ბიძინა ივანიშვილის ტიპის მმართველობა მოვიდოდა ვაშინგტონში და ძალიან ცდებოდნენ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, “მეგობარი აქტი” არის საკანონმდებლო ნორმა, რომელიც სავალდებულო იქნება.
“აქტი არ არის ერთგვარი განცხადება, ან რეზოლუცია. ეს არის საკანონმდებლო ნორმა, ანუ, ამერიკის შეერთებული შტატების კანონი, რომელიც სავალდებულო იქნება ნებისმიერი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლისთვის განსახორციელებლად და აღსასრულებლად.
ტრამპის იმედი თუ ოდესმე ჰქონდა “ქართულ ოცნებას”, ძალიან ფუჭი იყო ყოველთვის ეს იმედები. “ქართულ ოცნებას” ჰქონდა იმედები, რომ პუტინისნაირი და ბიძინა ივანიშვილის ტიპის მმართველობა მოვიდოდა ვაშინგტონში და ძალიან ცდებოდნენ”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
თაგები:
პეტრე ცისკარიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს