
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ამომრჩეველი, რომ მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ისტორიის სწორ მხარეს დააყენებს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ცხადია, რომ საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების შემოტანას ბიძინა ივანიშვილი ეღობება.
“ცხადზე ცხადია ის, რომ დემოკრატიის თუ ვინმეს ეშინია და დემოკრატიული ღირებულებებისა და ფასეულობების ქართულ რეალობაში შემოტანა არ უნდა, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მისი დაჯგუფება.
ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვინ შეძლებს საელჩოებში სიარულს, ვინ გაფრინდება ან ვერ გაფრინდება. ეს ყველაფერი ჩვენთვის ნაკლებად ნიშანდობლივია იმასთან შედარებით, ვიდრე ის თუ რა არის გასაკეთებელი.
ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ამომრჩეველი, რომ მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ისტორიის სწორ მხარეს დააყენებს”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
თაგები:
პეტრე ცისკარიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს