პეტრე ცისკარიშვილი – ვიცი, რომ ყოველდღე იქნება აქციები, ესენი რომ გადადგებიან, მაშინ იქნება თავისუფალი არჩევნების ჩატარების შანსი


ავტორი
Front News საქართველო
ბოლოს ალბათ, ეს “რობოკოპებიც” რომ დანებდებიან და აღარ დაუდგებიან ამათ გვერდში, მაშინ დაიწყება ჩამოშლა. ეს უნდა გაგრძელდეს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, არანაირი ინსტიტუცია აღარ არსებობს გარდა რუსთაველის გამზირისა და ხალხის აღშფოთებისა.
“აგონიაშია რეჟიმი, გასაგებია, რასაც ჩადიან. ძალადობენ ყველაზე. ეს ხალხი არ გაჩერდება. რაც შეეხება გამოსავალს და პროცესების განვითარებას, საკონსტიტუციო სასამართლო საერთოდ არარელევანტურია. არანაირი ინსტიტუცია აღარ არსებობს გარდა ამ რუსთაველის გამზირისა და ხალხის აღშფოთებისა. ეს არის ის გამოვლინება, რაც ჩამოშლის რეჟიმს. ბოლოს ალბათ, ეს “რობოკოპებიც”, რომ დანებდებიან და აღარ დაუდგებიან ამათ გვერდში, მაშინ დაიწყება ჩამოშლა. ეს უნდა გაგრძელდეს. ვიცი, რომ ყოველდღე იქნება აქციები. ესენი რომ გადადგებიან, მაშინ იქნება თავისუფალი არჩევნების ჩატარების შანსი”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
თაგები:
პეტრე ცისკარიშვილი