Logo

“ფაიზერის” ვაქცინა საქართველოში ხვალ შემოვა

Frontnews image description

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში "ფაიზერის" ვაქცინა ხვალ, 24 მარტს შემოვა. 

მისი ტრანსპორტირება პირველ ეტაპზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრში მოხდება, შემდეგ კი სხვადასხვა ცენტრში გადანაწილდება. 

"ფაიზერის" ვაქცინა, როგორც ჩვენთვის სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ხვალ უნდა შემოვიდეს საქართველოში, შესაბამისად, მოხდება პირველ ლოკაციაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრში მისი ტრანსპორტირება, ხოლო შემდეგ გადანაწილდება უკვე ყველა იმ ცენტრში, სადაც გაგრძელდება ფაიზერით პირების ვაქცინირება. ის ხელმისაწვდომი იქნება, როგორც სამედიცინო პერსონალისთვის, ასევე ყველა იმ დაშვეული ჯგუფისთვის, რომელიც გუშინ იქნა საბჭოს მიერ გამოცხადებული", -განაცხადა ტიკარაძემ.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები