“ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოშია


ავტორი
Front News საქართველო
კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინა უკვე საქართველოშია. საქართველომ „ფაიზერის“ 30 ათასამდე დოზა ვაქცინა ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო.
მედპერსონალთან ერთად ვაქცინაციის შესაძლებლობა 65 წელს ზემოთ პირებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი, რომელთაც ექნებათ არჩევანის საშუალება „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებს შორის.
ვაქცინები უკვე მიიტანეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, საიდანაც ვაქცინები უკვე გადანაწილდება ყველა იმ ცენტრში, სადაც „ფაიზერით“ პირების იმუნიზაცია უნდა მოხდეს. ესენია ოთხი კლინიკა თბილისის მასშტაბით, ერთი ქუთაისის კლინიკა, ერთი კი – ბათუმის.
ვაქცინების პირველი პარტია – „ასტრაზენეკას“ 43 200 დოზა ვაქცინა საქართველომ 13 მარტს მიიღო. აღნიშნული წარმოების ვაქცინის დამატებითი 86 400 დოზა ქვეყანაში აპრილში უნდა ჩამოვიდეს. პრეპარატების მოწოდებაში საქართველოს „იუნისეფი“ ეხმარება.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს