Logo

“ფაიზერის” ვაქცინის მეორე დოზაზე მოქალაქეთა რეგისტრაცია დაიწყო

საზოგადოება
1617
Frontnews image description

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, “ფაიზერის” ვაქცინის მეორე დოზაზე მოქალაქეთა რეგისტრაცია დაიწყო, მეორე დოზით აცრის პროცესი კი 15 აგვისტოდან დაიწყება.

 

“ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.

 

“ფაიზერით“ ვაქცინაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვის არის შესაძლებელი.

 

ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე – https://booking.moh.gov.ge/, COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ – 144-3 და 15 22-ს .

 

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!”, – აღნიშნულია ინფორმაციაში 

თაგები:

ფაიზერი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები