Logo

“ფაქტობრივად, უნდა შევიწყალოთ ნიკა მელია, პატიების აქტია პარლამენტის გარკვეულწილად”

საზოგადოება
1319
Frontnews image description

მიკვირს, რომ ნიკა მელია თუ "ნაციონალური მოძრაობა", თუ "ევროპული საქართველო", ვინც მის გარშემო არიან შემოკრებილი, უარს აცხადებენ, რომ მიიღონ ეს ნაბიჯი, რომელსაც ევროკავშირი დგამს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. 

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ნიკა მელიას გადასაწყვეტია დაეთანხმება თუ არა ამნისტიას.
 
"ესეც ჩვენი კომპრომისული გადაწყვეტილება იყო, გამოდის, რომ ფაქტობრივად უნდა შევიწყალოთ ნიკა მელია, პატიების აქტია პარლამენტის გარკვეულწილად. ამ ამნისტიასაც არ ვიცი აპირებს თუ არა დაეთანხმოს, საბოლოო ჯამში, ეს არის მისი გადასაწყვეტი“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა

თაგები:

Advertisement