ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადები იცვლება


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ კოლეგებს პირველი მოსმენით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის პროექტი გააცნო. ცვლილებების თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედებები სამ ეტაპად ჩატარდება.
ცვლილებები საგამოძიებო მოქმედებების ხანგრძლივობასთან დაკავშირებულ საკითხებსაც უკავშირდება. მომხსენებლის ინფორმაციით, ზუსტდება და იხვეწება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადები და ასევე იცვლება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ შესაბამისი პირებისთვის შეტყობინების წესი.
ირაკლი ბერაიას განცხადებით, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დანაშაულის ქმედითი გამოძიება და უპირველეს ყოვლისა, ადამიანის უფლებების სათანადო დაცვა, სახელმწიფოს ვალდებულებაა.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან დაკავშირებით, სხდომათა დარბაზში, დეპუტატებმა მოსაზრებები გამოთქვეს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ცვლილებების პროექტი უარყოფითად შეაფასეს. კანონპროექტის მომხსენებლის განცხადებით, ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები და კონსულტაციები პროექტის განხილვების შემდგომ ეტაპებზეც გაგრძელდება.
77 ხმით, 8-ის წინააღმდეგ, პარლამენტმა ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო.
თაგები:
ირაკლი ბერაია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს