ფაშინიანი – დაღუპულია 135 ადამიანი, მაგრამ ეს რიცხვი საბოლოო არ არის


ავტორი
Front News საქართველო
14 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს აგრესია სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ და სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების არაერთმა წარმომადგენელმა, ჯარისკაცებმა თავდაუზოგავად შესწირეს სიცოცხლე სამშობლოს დასაცავად. გთავაზობთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ყველა დაღუპულის ხსოვნას, – ამის შესახებ 16 სექტემბერს, მთავრობის სხდომის დაწყებისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
“დღემდე ჩვენი დადასტურებული მსხვერპლის რაოდენობა 135-ია, მაგრამ სამწუხაროდ, ვიცით, რომ ეს მაჩვენებელი ჯერ არ არის საბოლოო. ბევრი დაჭრილია“, – განაცხადა ფაშინიანმა.
თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა განაცხადა, რომ ოპერატიული ვითარება ამ დროისთვის შედარებით მშვიდია.
“წუხელ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არსებითად დაცული იყო. შემიძლია აღვნიშნო, რომ შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ შეასრულონ დაკისრებული დავალება“, – აღნიშნა მან.
თაგები:
ნიკოლ ფაშინიანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს