ფაშინიანი – პასუხისმგებლობა ავიღე, რომ მივიღო მძიმე გადაწყვეტილებები მშვიდობისთვის, არ მაინტერესებს რა დამემართება


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, რათა უზრუნველყოფილი იყოს სომხეთის უსაფრთხოება, ხანგრძლივი სტაბილურობა და მშვიდობა, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, სომხეთი მზად არის აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანის არმია დატოვებს რესპუბლიკის ტერიტორიას.
“პასუხისმგებლობა ავიღე, რომ მივიღო მძიმე გადაწყვეტილებები მშვიდობისთვის, თუმცა მძიმე გადაწყვეტილებები არ ნიშნავს სომხეთის სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს. ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, რათა უზრუნველყოფილი იყოს სომხეთის უსაფრთხოება, ხანგრძლივი სტაბილურობა და მშვიდობა.
ჩვენ გვინდა ხელი მოვაწეროთ დოკუმენტს, რის შედეგადაც ბევრი გაგვაკრიტიკებს, ბევრი შეურაცხყოფას მოგვაყენებს, ბევრი დაგვიძახებს მოღალატეებს, ხალხმა შეიძლება გადაწყვიტოს ჩვენი გადაყენებაც კი. ჩვენ კმაყოფილი და მადლიერი ვიქნებით, თუ ამის შედეგად სომხეთის ტერიტორიის 29 800 კვადრატული კილომეტრი მიიღებს გრძელვადიან მშვიდობასა და უსაფრთხოებას.
გადაწყვეტილებას, რომელიც ამას უზრუნველყოფს, ძალიან მკაფიოდ ვამბობ, ხელს მოვაწერ. მე არ მაინტერესებს რა დამემართება ამის შემდეგ“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
სომხური მედიის ინფორმაციით, ფაშინიანის განცხადებით აღშფოთებული ხალხი სომხეთის პარლამენტის შენობასთან ამ დროისთვის სპონტანურ საპროტესტო აქციას მართავს.
თაგები:
ნიკოლ ფაშინიანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს