ფაშინიანი – სომხეთის სამხედრო ესკალაციაში ჩათრევის მცდელობები მიუღებელია


ავტორი
Front News საქართველო
ამ დროისთვის სომხეთის საზღვრებთან შედარებით სტაბილური ვითარებაა, შესამჩნევი და მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეიმჩნევა, მაგრამ ამ ოპერაციის მთავარი და ძირითადი მიზანია სომხეთის საომარ მოქმედებებში შეყვანა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
“დღეს აზერბაიჯანული მედია, მათ შორის ოფიციალური ან მთავრობასთან დაკავშირებული მედია იუწყება, რომ თავდასხმები ხორციელდება სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებზე, გულისხმობენ მთიან ყარაბაღს. სამწუხაროდ, ამას იმეორებს ზოგიერთი ჩვენი კოლეგა, რომლებიც მოუწოდებენ სომხეთს და აზერბაიჯანს შეწყვიტონ საომარი მოქმედებები. მინდა განვაცხადო, რომ სომხეთი არ არის ჩართული საომარ მოქმედებებში. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ სომხეთს არ ჰყავს ჯარი მთიან ყარაბაღში“, – განაცხადა ფაშინიანმა.
მისივე თქმით, მთელ რიგ შიდა და გარე ძალებს უნდათ სომხეთის მასშტაბურ სამხედრო მოქმედებებში ჩათრევა.
“ეს ნათელია და ჩვენ ჩვენი პოზიციით ვაცხადებთ, რომ სომხეთის სამხედრო ესკალაციაში ჩათრევის მცდელობები მიუღებელია, ჩვენ გავუმკლავდებით ამ პროცესს. არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ზოგიერთმა გარე და შიდა ძალებმა საფრთხე შეუქმნან სომხეთის სახელმწიფოებრიობას“, – განაცხადა ფაშინიანმა.
თაგები:
ნიკოლ ფაშინიანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს