
ავტორი
Front News საქართველო
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ფაშინიანი სამძიმრის წერილს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე აგზავნის.
“თქვენო აღმატებულებავ, ღრმა ტკივილით შევიტყვე ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების შესახებ. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს და მეგობარ ქართველ ერს.
ვახტანგ კიკაბიძის მემკვიდრეობა სამუდამოდ დარჩება იმ კულტურის ისტორიაში, რომელიც სომეხი და ქართველი ერების მეგობრობის სიმბოლოა“, – წერს ფაშინიანი.
მომღერალი, მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 84 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა.
თაგები:
ნიკოლ ფაშინიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს