ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით, წალენჯიხაში ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ავტორი
Front News საქართველო
ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარე ცოტნე შონიასთან, საკრებულოს წევრებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მათი საფლავები და მემორიალები ყვავილებით შეამკო.
9 მაისთან დაკავშირებით, წალენჯიხის მერია სოციალური დაცვის პროგრამის ფარგლებში, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებთან გათანაბრებულ პირებს ერთჯერადად ფულად დახმარებას გადასცემს.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 81 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით - 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ.
მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 000 ადამიანი წავიდა.
თაგები:
წალენჯიხა












