ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ერთადერთი კანდიდატი ლევან კობიაშვილი აირჩიეს

ავტორი
Front News საქართველო
ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ზედიზედ მესამედ აირჩიეს.
ყრილობაზე 31 დელეგატიდან 28 გამოცხადდა. ცნობილი გახდა, რომ წესდების დარღვევისთვის და გარიგებული თამაშებისათვის სფფ-ის სუბიექტობიდან გარიცხეს ზუგდიდის “დინამო“.
28-ვე დელეგატმა მხარი ლევან კობიაშვილის არჩევას დაუჭირა.
ლევან კობიაშვილს პირველად ნდობა 2015 წლის 3 ოქტომბერს გამოუცხადეს, მეორედ – 2019 წლის 15 თებერვალს.
კობიაშვილი პირველია, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მესამედ აირჩიეს.
თაგები:
ლევან კობიაშვილი




