ფეხბურთის მოყვარული მოზარდებისთვის საქართველოში AC Milan Camp Tbilisi იხსნება


ავტორი
Front News საქართველო
AC Milan საქართველოში პირველ ოფიციალურ ბანაკს ხსნის.
პროექტის ფარგლებში, 6-დან 15 წლამდე ასაკის ქართველი მოზარდებისთვის "მილანის“ ოფიციალური მწვრთნელები სავარჯიშო პროგრამას გამართავენ იმ მეთოდოლოგიის მიხედვით, რომელიც "მილანის“ ყველა ოფიციალური გუნდისთვის გამოიყენება.
Milan Camp Tbilisi 8 სექტემბერს დაიწყება და 14 სექტემბრამდე გაგრძელდება. ვარჯიშები საბურთალოს რაიონში, ნუცუბიძის პლატოზე არსებულ საფეხბურთო ცენტრში გაიმართება.
მონაწილეები ასაკობრივ ჯგუფებად დაიყოფიან (ჯამში, 3 ჯგუფი) და მათ ერთი კვირის განმავლობაში, AC Milan-ის ოფიციალური პროგრამით, საათნახევრიანი ინტენსიური ვარჯიშები ჩაუტარდებათ.
AC Milan Footbal Camp-ზე დასასწრები პაკეტის ღირებულება 800 ლარია (თითოეულ მონაწილეზე). ბილეთების საფასურში შედის: ტრენინგი, მონაწილეებისთვის „მილანის“ ოფიციალური სერტიფიკატის და მერჩენდაიზის ფორმის (მაისური, შორტი, გეტრები) გადაცემა.
ბანაკი ადგილობრივი მწვრთნელებისთვის AC Milan-ის სემინარით გაიხსნება.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის მსვლელობისას მოხდება მწვრთნელების მიერ შეჩეული წარმატებული მოზარდების AC Milan-ის საერთაშორისო ბანაკებში უსასყიდლოდ მიწვევა, რაც ფეხბურთის მოყვარულ მოზარდებს, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კლუბთან ერთად, უნიკალური გამოცდილების მიღების შესაძლებლობას მისცემს.
„მილანის“ აკადემია არის პროექტების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩართვას სპორტულ აქტივობებში იმ საფეხბურთო ვარჯიშების საშუალებით, რომელთაც საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ოფიციალური მეთოდოლოგია მოიცავს. მრავალი წელია, რაც „მილანის“ ბანაკები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, რამდენიმე შერჩეულ ადგილას ტარდება. ისინი ყველა მონაწილეს სთავაზობენ შესაძლებლობას, გაიზიარონ უნიკალური გამოცდილება, რომლის ფარგლებშიც, შეიძენენ ახალ მეგობრებს, გაატარებენ სასიამოვნო დროს და ითამაშებენ ფეხბურთს სრულიად უსაფრთხოდ, ს.კ “მილანის მაღალკვალიფიციური მენეჯერებისა და ადგილობრივი მწვრთნელების მეთვალყურეობის ქვეშ.
რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე: https://tkt.ge/event/486084?previewkey=9b3ab837-346c-4bef-92d6-9b57f0c6f9e4
თაგები:
AC Milan

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს