ფიბამ ქალთა სანაკრებო მატჩებისთვის მსაჯები და კომისრები დანიშნა, სიაში სამი ქართველია

ავტორი
Front News საქართველო
ქალთა ევრობასკეტ 2027-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ფანჯრის მატჩებისთვის ფიბამ მსაჯები და ტექნიკური დელეგატები დანიშნა. სიაში სამი ქართველია - კომისარი მერაბ რატიშვილი და არბიტრები კირილე თვაური და მარინა შალამბერიძე.
მატჩებიდან ორი აზერბაიჯანში გაიმართება.
12 ნოემბერს აზერბაიჯანი ბულგარეთს უმასპინძლებს, სადაც არბიტრთა სამეულში კირილე თვაური იქნება.
სამი დღის შემდეგ, 15 ნოემბერს, აზერბაიჯანი მონტენეგროს მიიღებს, ამ შეხვედრას კი მარინა შალამბერიძე მოემსახურება.
რაც შეეხება ფიბას ერთადერთ ქართველ კომისარს მერაბ რატიშვილს, ის 15 ნოემბერს სკოპიეში იქნება და ჩრდილოეთ მაკედონიისა და საბერძნეთის მატჩს მოემსახურება, თუმცა ტექნიკური დელეგატის პოზიციიდან, რადგან სანაკრებო მატჩებს ფიბას ფორმატით კომისრის ნაცვლად იგივე ფუნქციის მქონე ტექნიკური დელეგატი ემსახურება.
თაგები:
ქალთა ევრობასკეტი 2027
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


