"ფიდელიტასის" პრეზიდენტი ქართულ-უნგრული მეგობრობის ახალგაზრდულ ბანაკს ეხმაურება და გიორგი ჩაკვეტაძეს მადლობას უხდის


ავტორი
Front News საქართველო
"ფიდელიტასის“ პრეზიდენტი იშტვან მოჰაჩი ქართულ-უნგრული მეგობრობის ახალგაზრდულ ბანაკს ეხმაურება და გიორგი ჩაკვეტაძეს პროექტის მასპინძლობისთვის მადლობას უხდის. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ავრცელებს.
"ზაფხულში „ფიდელიტასის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ და პარტია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ახალგაზრდობის, სპორტისა და კულტურის სფეროებში. ჩვენ შევძელით შესანიშნავი პარტნიორობის დამყარება პრეზიდენტ გიორგი ჩაკვეტაძესთან, რადგან ყველასთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე განვავითაროთ მჭიდრო ურთიერთობები ქართველ და უნგრელ ახალგაზრდებს შორის - რითაც ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
თანამშრომლობის ფარგლებში, ახალგაზრდა უნგრელები „ფიდელიტასიდან“ საქართველოს ეწვივნენ. მათ გიორგი ჩაკვეტაძისგან საჩუქარი - საქართველოს ხელმოწერილი დროშა გადმომცეს. მადლობა ქართული დროშისთვის, რომელიც გამომიგზავნეთ - ეს უაღრესად ღირებული და გულწრფელი გულისხმიერებაა!
მალე უნგრელი და ქართველი პატრიოტი ახალგაზრდები პირადად შეხვდებიან ერთმანეთს ბუდაპეშტში, „ფიდელიტასის“ კონგრესზე!“ - აცხადებს „ფიდელიტასის“ პრეზიდენტი.
თაგები:
იშტვან მოჰაჩი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს