Logo

ფიქრია ჩიხრაძე - ძალიან მძიმე რამაა, როდესაც შენი ხელისუფლება ამხელა პროპაგანდისტულ შხამს უშვებს ადამიანების ცნობიერებაში

პოლიტიკა
127
Frontnews image description

სამწუხაროა, რომ ომის შიში მაინც ზაფრავს ადამიანებს და ისე ხდება, რომ სადაც არ უნდა იყოს საომარი მოქმედებები, თითქოს უკვე "ქართული ოცნების" წისქვილზე ესხმება წყალი, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის უსაფრთხოება მდგომარეობს ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორებსა და ქვეყნის გამართულობაში.

"სამწუხაროა, რომ ომის შიში მაინც ზაფრავს ადამიანებს და ისე ხდება, რომ სადაც არ უნდა იყოს საომარი მოქმედებები, თითქოს უკვე "ქართული ოცნების" წისქვილზე ესხმება წყალი. ამ ბოლო პერიოდში ახლო აღმოსავლეთის რუკა ყველამ გადაშალა და დაინახეს, რომ ძალიან ახლოს არის ეს კონფლიქტი ჩვენთან და ეს ირაციონალური შიში უკვე რაციონალური საფრთხეებითაც არის გამყარებული.  მე ვიტყოდი, რომ ძალიან მძიმე რამაა, როდესაც შენი ხელისუფლება ამხელა პროპაგანდისტულ შხამს უშვებს ადამიანების ცნობიერებაში იმიტომ, რომ ძალიან ძნელია ამ შხამის ამოკვეთა და ამოტუმბვა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვაქვს.

რაში მდგომარეობს საქართველოს უსაფრთხოება დღეს - ჩვენ აღარ გვყავს გამოკვეთილი საერთაშორისო პარტნიორი - ყველასთან გავაფუჭეთ ურთიერთობა, ქვეყნის შიგნით ქვეყნის თავდაცვის მინისტრი აღმოჩნდა, რომ კორუფციაში ისე იყო ჩაბმული, რომ ჯარისკაცებს ფულს და ტანსაცმელს ჰპარავდა, აღმოჩნდა, რომ უშიშროების მინისტრი "ქოლცენტრების" და სხვა სიბინძურეებში იყო გახვეული, ქვეყნის ორგზის პრემიერი ოქროს ზოდების სახლში დაგროვებით იყო დაკავებული - რას გვეუბნებიან, სად არის სიმშვიდე, რამ უნდა მოგგვაროს სიმშვიდე საქართველოს მოქალაქეს?! სად დევს ამის გასაღები?! 

მადლობა ღმერთს, ამ წუთში ომი ჩვენთან არ არის, მაგრამ ომისგან გიცავს მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორობა, შენი ძლიერად ყოფნა, გამართული სტრუქტურები. ახლა ისეთი ადამიანები დგანან ქვეყნის სათავეში, რომ საქართველოს უსაფრთხოებას კი არ უფრთხილდებიან, არამედ იმას ფიქრობენ, როგორ გამოღრღნან, გამოღლიტონ ფინანსური რესურსი ქვეყანას, ადამიანს, რომელსაც შიშით კვებავენ", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები