ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლებს მოაწერეს ხელი


ავტორი
Front News საქართველო
ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლებს მოაწერეს ხელი.
“ეს ისტორიული მომენტია”, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად.
რატიფიკაციამდე ჰელსინკის და სტოკჰოლმს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ნატო-ს შეხვედრებში და ჰქონდეთ უფრო მეტი წვდომა დაზვერვაზე, მაგრამ არ იქნებიან დაცული ნატო-ს თავდაცვის მუხლით, რომლის მიხედვითაც, თავდასხმა ერთ მოკავშირეზე არის თავდასხმა ყველაზე.
ორივე ქვეყნის ალიანსში გაწევრიანება ნატო-ს 30 ქვეყნის მიერ ამ დოკუმენტების რატიფიკაციის შემდეგ მოხდება. რატიფიკაციას სავარაუდოდ, ერთი წელი დასჭირდება.
29 ივნისს, ნატო-ს მადრიდის სამიტზე ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა შვედეთი და ფინეთი ნატო-ს წევრებად ოფიციალურად მიიწვია.
თაგები:
იენს სტოლტენბერგი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს