Logo

ფიოდორ ვენისლავსკი – მედვედჩუკი ომის დაწყებამდეც იყო ბრალდებული სამშობლოს ღალატში

უკრაინა
1122
Frontnews image description

მედვედჩუკი დააკავეს, არა იმიტომ რომ პუტინის ახლობელია, ის  ომის დაწყებამდეც იყო ბრალდებული სამშობლოს ღალატში, – ამის შესახებ  რადას დეპუტატმა ფიოდორ ვენისლავსკიმ რადას  პრორუსი დეპუტატის  და ვიქტორ მედვედჩუკის  დაკავების შესახებ  განაცხადა. 

 

მისი თქმით, სამშობლოს ღალატში ბრალდებულ ბრალდებულ დეპუტატს 24 თებერვლის შემდეგ ეძებდნენ.

 

“მედვედჩუკი რაშისტული არმიის თავდასხმამდე ბრალდებული იყო სისხლის სამართლის საქმეში,  კერძოდ, სამშობლოს ღალატში, საქმე ეხებოდა 2014-16 წლებში მის ფარულ მოქმედებას რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ, შესაბამისად უკრაინის საწინააღდეგოდ მოქმედებდა. 24 თებერვლის მდგომარეობით, მას აღკვეთის ღონისძიების სახით, შინა პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და ომის დაწყებისთანავე გაქრა. 45 დღის განმავლობაში, უსაფრთხოების დეპარტამენტი ეძებდა. ის იმიტომ კი არ დააკავეს, რომ პუტინის ნათესავი და მეგობარია, არამედ ომის დაწყებამდეც იყო ბრალდებული“, – განაცხადა ფიოდორ ვენისლავსკიმ. 

 

უკრაინაში რადა პრორუსი დეპუტატი და პუტინთან დაახლოებულ, ვიქტორ მედვედჩუკი დააკავეს.  მედვედჩუკი უკრაინაში პრორუსული იდეების გავრცელებელი და რუსეთის ინტერესების ლობისტია. ის ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის ლიდერია. პუტინი მედვედჩუკის შვილის ნათლიაა.

Advertisement