
ავტორი
Front News საქართველო
რომ დავითვალოთ თქვენი გამოსვლები პროცენტულად, ვის ლანძღვას და დამუნათებას ეძღვნება, ოპოზიციის თუ „ქართული ოცნებისას“, მერწმუნეთ 80 პროცენტი ეძღვნება ოპოზიციისას, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ფიქრია ჩიხლაძემ „ევროპული საქართველოს“ მისამართით განაცხადა.
ფიქრია ჩიხლაძის განცხადებით, არ ეთანხმება იმ ოპოზიციონერების, ვინც ტელეეთერებში ოპოზიციის ლანძღვით არის დაკავებული.
“არ მჯერა იმ ადამიანების, არის რამდენიმე ოპოზიციონერი, რომელიც გამოირჩევა „ტანზე შემოხევით“ ტელეეთერებში, ოპოზიციის ლანძღვით. მე მაინც და მაინც რაიმე განსაკუთრებული დღის წესრიგი მათი შემოთავაზებული ვერ ვნახე“, – განაცხადა ფიქრია ჩიხლაძემ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, პარლამენტში ოპოზიცია უნდა იყოს თუნდაც იმიტომ, რომ ქვეყანამ ევროინტგრაციის შანსი არ დაკარგოს.
“ახლა რომ ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა, ევროკავშირისკენ ნაბიჯი გადავდგათ, ასეთ დროს მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ თუნდაც ასეთ პარლამენტში ოპოზიციური წარმომადგენლობა არსებობდეს და მას ჰქონდეს გარკვეული ლეგიტიმური ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა“- განაცხადა ჩიხლაძემ.
თაგები:
ფიქრია ჩიხლაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს