ფიქრია ჩიხრაძე – ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, რომ პოლიტიკური ინსტიტუტების რეპუტაცია მოსპოს და გაანადგუროს

ავტორი
Front News საქართველო
ყაველაშვილის დასახელებით თუ ვინმე უნდა იყოს შეურაცხყოფილი ეს, უპირველეს ყოვლისა, “ქართული ოცნების” ამომრჩეველია, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს არ გაუმართლა განათლებულმა ან პოლიტიკური წონის პრეზიდენტმა და ამიტომ აირჩია ყაველაშვილი.
“ბიძინა ივანიშვილს არ გაუმართლა განათლებულმა ან პოლიტიკური წონის პრეზიდენტმა, ამიტომ, მან შეარჩია ის, ვინც შეარჩია. მას გადაწყვეტილი აქვს, რომ პოლიტიკური ინსტიტუტების არა თუ დამოუკიდებლობა, არამედ საერთოდ რეპუტაცია უნდა მოსპოს და გაანადგუროს, რომ ერთადერთი უალტერნატივო მმართველი იყოს თავად.
ყაველაშვილის დასახელებით, მე ვფიქრობ, თუ ვინმე უნდა იყოს შეურაცხყოფილი, ეს, უპირველეს ყოვლისა, “ქართული ოცნების” ამომრჩეველია”, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
თაგები:
ფიქრია ჩიხრაძე




