
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც უკვე ღიად, გამოხატულად ანტისახელმწიფოებრივ გზას ადგას და პრაქტიკულად, მოქმედებს რუსული პოლიტიკის დატვირთვით, როგორც რუსული პოლიტიკური ხაზის გაგრძელება საქართველოში, – ამის შესახებ პარტია “ლელოს” წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ახლა დროა, პოლიტიკურმა ძალებმა პასუხისმგებლობა აჩვენოს, რათა მიმდინარე მოვლენებს ადეკვატურად უპასუხოს.
“ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც უკვე ღიად, გამოხატულად ანტისახელმწიფოებრივ გზას ადგას და პრაქტიკულად, მოქმედებს რუსული პოლიტიკის დატვირთვით, როგორც რუსული პოლიტიკური ხაზის გაგრძელება საქართველოში. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ პოლიტიკური სპექტრი ძალიან სერიოზულად მოემზადოს არჩევნებისათვის. სამართლიანი არჩევნების პირობებში “ქართულმა ოცნებამ” იცის, რომ არჩევნები წაგებული აქვს, მაგრამ “ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს და ცხადად მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი სამართლიანი არჩევნების ჩატარებას არ აპირებენ. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ ჩვეულებრივ არჩევნებში ჩვეული დღის წესრიგით ვიმუშავებდით, დღეს უკვე გვმართებს სრულიად არაჩვეულებრივ ვითარებაში ნაბიჯების გადადგმა.
ბურთი არის პოლიტიკოსების მოედანზე. პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა ძალებმა უნდა ვაჩვენოთ ძალიან მკაფიო სიმწიფე და პასუხისმგებლობა, რომ ადეკვატურად ვუპასუხოთ იმ პროტესტს, რომელიც იყო და ადეკვატურად ვუპასუხოთ საქართველოს გარეთ შექმნილ ვითარებას იმისათვის, რომ ქართული სახელმწიფო და მისი მომავალი გადავარჩინოთ”, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
თაგები:
ფიქრია ჩიხრაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს