
ავტორი
Front News საქართველო
ერთიანი სიის თემა დასრულდა, იმიტომ, რომ არ ჰქონდა პერსპექტივა ამ იდეას, – ამის შესახებ “ლელოს” წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.
“ერთიანი სიის თემა, მე ვფიქრობ, დასრულდა, იმიტომ, რომ არ ჰქონდა პერსპექტივა ამ იდეას, გამომდინარე იქიდან, რომ ყველას გაერთიანება უბრალოდ, არ ხერხდებოდა.
ამ ხნის განმავლობაში, ბევრი კონსულტაცია და კვლევა ჩატარდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი კონფიგურაციით უფრო ეფექტური იქნება, რომ წარვდგეთ ამომრჩევლის წინაშე, იმიტომ, რომ ამომრჩევლის გარეშე არჩევნები არ არსებობს.
“ლელოს” აქტიური საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებული აქვს. ვხვდებით მოქალაქეებს და ვესაუბრებით ამ არჩევნების მნიშვნელობაზე, ვესაუბრებით ევროპულ არჩევანზე და რამდენად არის ეს საქართველოს სახელმწიფოს სწორი და მართებული არჩევანი და რა სიკეთეების მოტანა შეუძლია ამ არჩევანს უკვე ყოფით დონეზეც”, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
თაგები:
ფიქრია ჩიხრაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს