Logo

ფიქრია ჩიხრაძე – ეს ყველაფერი არის პირდაპირი რუსული სპეცოპერაცია საქართველოში

პოლიტიკა
578
Frontnews image description

პრაქტიკულად, სახელმწიფო გადატრიალებასთან გვაქვს საქმე, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ანტიკონსტიტუციურია თავისი შინაარსით. ბიძინა ივანიშვილს არავინ მისცემს უფლებას, რომ საქართველო უკან, რუსეთში დააბრუნოს, – ამის შესახებ Front News-თან  პარტია “ლელოს” წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, წინა რევოლუციური სცენარის დადების თაობაზე მხოლოდ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები საუბრობენ, თუმცა არცერთი მსგავსი ფაქტი არ დადასტურებულა.

 

“ხელისუფლებამ შექმნა ძალიან რთული ვითარება თავისი ტყუილი დაპირებებით და სახიფათო თამაშებით, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ქვეყნის პოლიტიკური ორიენტაციის საკითხს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან აბსოლუტურად გაუგებარი ურთიერთობის წამოწყებას და ქვეყნის პერსპექტივის დასამარებას. ეს ყველაფერი გააკეთა “ქართულმა ოცნებამ”, ბიძინა ივანიშვილმა. 

 

პრაქტიკულად, სახელმწიფო გადატრიალებასთან გვაქვს საქმე, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ანტიკონსტიტუციურია თავისი შინაარსით, ეს ყველაფერი არის პირდაპირი რუსული სპეცოპერაცია საქართველოში და შესაძლოა, რუსეთს საქართველოში ყველაზე მეტად უნდოდეს არეულობა, რევოლუციური სცენარები და ასე შემდეგ. ამიტომ, ჩვენ, ყველა პოლიტიკური აქტორი თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ძალიან ცხადად და გასაგებად ვაცხადებთ, რომ ჩვენი პროტესტი არის აბსოლუტურად მშვიდობიანი, კანონიერების ფარგლებში. მძლავრია ეს პროტესტი, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს არავინ მისცემს უფლებას, რომ საქართველო უკან, რუსეთში დააბრუნოს. ეს არ არის მისი საკუთრება, არც “ქართული ოცნების” წარმომადგენელთა საკუთრება, ეს ქვეყანა ჩვენია, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის გვიბრძოლია ჩვენ და უბრძოლია ჩვენს წინა თაობებს, სისხლი დაღვრილა და ამის უფლებას არავინ არ მისცემთ მათ.  ყველაფერი, ხელისუფლების ცვლილების სახით გაფორმდება ოქტომბერში არჩევნებზე. 

 

ვითომ წინა რევოლუციური სცენარის დადების თაობაზე მხოლოდ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები საუბრობენ უკვე ბოლო რამდენიმე წელია, მაგრამ არცერთი ასეთი ფაქტი არ დადასტურებულა. ასე რომ, ჩვენ ვართ ძალიან მძლავრ პროტესტში, მაგრამ ასევე ძალიან ძლიერად ვემზადებით არჩევნებისთვის”, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები