
ავტორი
Front News საქართველო
ის, რაც საქართველოში ხდება, არის რუსული. აშშ-ის მაღალ წარმომადგენლობას სტრატეგიული თანამშრომლობის თაობაზე საერთოდ უარი განუცხადეს შეხვედრაზე და ამ დროს, ჩვენ ვხედავთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრს “ჰამასის”, “ჰეზბოლას” და რუსეთის წარმომადგენლების გვერდით, – ამის შესახებ პარტია “ლელოს” წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, “ოცნების” ქმედებები ანტიდასავლურია.
“აშშ-ის მაღალ წარმომადგენლობას სტრატეგიული თანამშრომლობის თაობაზე საერთოდ უარი განუცხადეს შეხვედრაზე და ამ დროს, ჩვენ ვხედავთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრს “ჰამასის”, “ჰეზბოლას” და რუსეთის წარმომადგენლების გვერდით. ეს, სამწუხაროდ, ერთგვარ ცივილიზაციურ არჩევანზე მიანიშნებს.
ის, რაც საქართველოში ხდება, არის რუსული და ის, რა ნაბიჯებსაც დგამს საქართველოს ხელისუფლება და მისი ცალკეული წარმომადგენლები, მაღალჩინოსნები, ერთიან გეოპოლიტიკურ კონტექსტში იკითხება ანტიდასავლურ დემარშად”, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
თაგები:
ფიქრია ჩიხრაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს