ფიშერი - ადამიანური თანაგრძნობაა შიმშილობაში მყოფ პოლიტიკოსებთან კომუნიკაცია

ავტორი
Front News საქართველო
ადამიანური თანაგრძნობაა შიმშილობაში მყოფ პოლიტიკოსებთან კომუნიკაცია, - ამის შესახებ გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი მოშიმშილეების მონახულების შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.
"ადამიანური ემპათიაა, რომ შიმშილობაში მყოფ პოლიტიკოსებს ესაუბრო, ელენე ხოშტარიას და გედევან ფოფხაძეს – „ქართული ოცნების” ყოფილ დეპუტატს.
"თუ ჩვენთან არ ხარ, ჩვენი მტერი ხარ“ გარემოს პოპულარიზება ხდება. ეს მენტალიტეტი ეწინააღმდეგება დემოკრატიას და „2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებას“ ილუზიად აქცევს", - წერს ელჩი სოციალურ ქსელში.
27 ივნისს ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო. მას დღეს გედევან ფოფხაძე და რამდენიმე აქტივისტი შეუერთდა.
თაგები:
პეტერ ფიშერი




